#სახლისკენ - 25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის აღდგენის დღეა
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია (თვითმწყემსობა) ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო, რუსეთის საიმპერატორო კარმა კი საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ მიზნად დაისახა ქართველი ერის ასიმილაცია.
ამისთვის საკმარისი არ იყო მხოლოდ ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა – რუსეთის კოლონიური პოლიტიკა ითვალისწინებდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებასაც, ამიტომ 1811 წლიდან საქართველოს ეკლესია რუსული ბიუროკრატიული სისტემის დანამატად აქციეს, რითაც დაირღვა წმინდა მსოფლიო კრებათა და მოციქულთა კანონები.
დღეს ვსაუბრობთ იმ რბევასა და ძარცვაზე, ზიანზე, რაც 1811-1906 წლებში ჩვენს ეკლესიას „ერთმორწმუნე“ რუსეთისგან მიადგა და ქართველი მღვდელმთავრებისა თუ მეცნიერების დიდ ღვაწლზე ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.
სტუმარი: გვანცა ბურდული – ისტორიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პერსონალი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: