ქართული ფოტოგრაფიის დღე ყოველ 25 მაისს 2016 წლიდან აღინიშნება, იდეა კი შემდეგი ცნობის საფუძველზე გაჩნდა: „1897 წლის 25 მაისს, თბილისში კავკასიაში პირველი ფოტოგამოფენა დაიხურა, სადაც საუკეთესო ფოტოგრაფები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ“.
დღეს ვსაუბრობთ ფოტოგრაფიის ისტორიასა და მის როლზე თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ფორმირებაში.
სტუმარი: ნათია წულუკიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ფოტოგრაფიის ექსპერტი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: