1921 წლის მარტში თურქეთის საჯარისო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს – პოლკოვნიკმა ქიაზიმ-ბეიმ თავი ბათუმის გენერალ-გუბერნატორად გამოაცხადა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ამ დროს ბათუმის პორტიდან ქვეყანას ტოვებდა, გენერალმა მაზნიაშვილმა კი თანამებრძოლებთან და ათეულობით მოხალისესთან ერთად თურქებს შეუტია და ქალაქიდან განდევნა.
ამ შეტაკებებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის დღე ყოველწლიურად, 23 მარტს აღინიშნება.
სატელეფონო ჩართვა ბათუმიდან: ირაკლი ბარამიძე – ისტორიკოსი,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: