კალაპოტიდან გადმოსული ვერე, დაღუპული ადამიანები, დახოცილი და გაქცეული ცხოველები, თბილისის დანგრეული ცენტრი და დატბორილი ქალაქი. ზარალი 50 მილიონი ლარი. თბილისის ტრაგედია – 13 ივნისი. 2015 წელი. ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე გადაცემაში „სახლისკენ“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა – თეა გოდოლაძემ ისაუბრა.