- მწერალს, პუბლიცისტს და საზოგადო მოღვაწეს სოფრომ მგალობლიშვილს XIX საუკუნის ქართველ მემუარისტთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს. მისი მოგონებები აღწერს საქართველოს წარსული ცხოვრების ეპიზოდებს: სოფლის გარემოს, სასწავლებლებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას XIX საუკუნის 70-80-იან წლებში, კულტურის სიახლეებს და სხვა. მიუხედავად, იმისა, რომ იმ ეპოქას საუკუნეზე მეტი გვაშორებს, სოფრომ მგალობლიშვილის თვალთახედვა იმჟამინდელი პრობლემების შესახებ დღესაც აქტუალურია.
სტუმარი: მაგდა ჭიქაბერიძე, ფილოლოგიის დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: