აკადემიკოსმა კონსტანტინე ჩაჩავამ პირველმა დანერგა სამკურნალო საშუალებად გინეკოლოგიაში ლაზერი, რაც დღეს საყოველთაოდ აღიარებულია,მისი ავტორობით გამოცემულმა მონოგრაფიამ “ნაყოფისა და ახალშობილის რეოგრაფიის” შესახებ მსოფლიო აღიარება მოიპოვა, მის სახელს ატარებს დღეს პერინატალური მედიცინისა და მეანობა- გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი… კონსტანტინე ჩაჩავას დამსახურებებზე და მასთან დაკავშირებულ მოგონებებზე ტელეფონით საუბრობს მისი მოსწავლე,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დოდო სიგუა.