#სახლისკენ - 1835 წლის 1 დეკემბერს ჰანს კრისტიან ანდერსენის პირველი წიგნი გამოქვეყნდა
#სახლისკენ - 1835 წლის 1 დეკემბერს ჰანს კრისტიან ანდერსენის პირველი წიგნი გამოქვეყნდა

ჰანს კრისტიან ანდერსენმა თექვსმეტ წლამდე წერა-კითხვა არ იცოდა. იგი ღარიბ, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, სასწავლებელში გატარებულ წლებს კი თავისი ბიოგრაფიის ყველაზე შავ-ბნელ პერიოდად თვლიდა.

წერა სათანადოდ ვერც ისწავლა – მისი ცნობილი ზღაპრების ხელნაწერები სავსეა გრამატიკული თუ სტილისტური შეცდომებით. სამწუხაროდ, მან ვერც შიში დასძლია, აკვიატებული აზრები და ცრურწმენები მთელი ცხოვრების მანძილზე არ ასვენებდა…

როგორ აისახა ჰანს კრისტიან ანდერსენის შემოქმედებაზე მისი ცხოვრება და რა სხვაობაა საბჭოთა პერიოდის თარგმანებსა და ანდერსენის კლასიკური ზღაპრების თანამედროვე ქართულ თარგმანებს შორის?

სტუმარი: მაკა ლდოკონენი, პროზაიკოსი, საბავშვო ლიტერატურის მიმომხილველი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: