15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. ეპიდემიური მდგომარეობის მიზეზით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გაიხსნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაწესდა ჯანმრთელობის უწყებების მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი ქცევის ნორმები და დროებით შემცირდა ტარიფები. ამ თემებზე ისაუბრა დაწვრილებით გადაცემის სტუმარმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა – ნიკა ანთიძემ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: