13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით იუნესკო განცხადებას ავრცელებს და რადიოსადგურებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მრავალფეროვნებას:”გლობალურ დონეზე რადიო რჩება ყველაზე ფართოდ გამოყენებად მედიასაშუალებად. უნიკალური შესაძლებლობა, მოიცვას ყველაზე ფართო აუდიტორია, ნიშნავს, რომ რადიოს შეუძლია ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი მრავალფეროვნების გამოცდილება, იყოს პლატფორმა ყველა ხმისთვის.“
სტუმარი : სოფო გოდუაძე – „პიკის საათის“ წამყვანი, რუბრიკა „ფოლადის მაგნოლიების“ ავტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: