11 თებერვალს მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 112-ის დღეს, რომელიც 2009 წელს ევროკავშირის გადაწყვეტილებით დაწესდა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში იღებს შეტყობინებებს გადაუდებელ შემთხვევებთან დაკავშირებით.
რა გამოწვევების წინაშე დადგა „112“ პანდემიის პერიოდში და როგორ აღინიშნება ეს დღე?
სატელეფონო ჩართვა: ლიკა ალადაშვილი – შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ანალიზისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: