„რევაზ ლაღიძე პოეტიც იყო და მოქალაქეც. იგი მაღალი ეთიკურ-ესთეტიკური კატეგორიებით აზროვნებდა. ყოველთვის მტკიცედ იდგა ეროვნულ ნიადაგზე, საკუთარ პოზიციებს ეყრდნობოდა, თავის მუზას ემსახურებოდა და ამით თავისებურად ეხმიანებოდა გალაკტიონის სიტყვებს „მაქვს მკერდს მიდებული ქნარი როგორც მინდა…“ – წერს მის შესახებ მუსიკისმცოდნე მანანა ახმეტელი, რომელმაც გადაცემაში – „სახლისკენ“ რევაზ ლაღიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა.