2003 წელს იუნესკომ მიიღო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია, რომელსაც საქართველო 2008 წელს მიუერთდა. რას ნიშნავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რა ნიშნის მიხედვით მიენიჭა ეს სტატუსი ჟურნალებს – „დილას“ და „ცისკარს“, კიდევ რამდენი ასეთი ძეგლი გვაქვს და როგორ უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა სახელმწიფომ? – ამ თემებზე ისაუბრა გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტმა მაკა თაქთაქიშვილმა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: