#სახლისკენ - დავიწყებული მდინარეები, დაუვიწყარი დღეები
- როგორც ირკვევა, ისეთი გლობალური გიგანტების შემოსავალი და გავლენა, როგორებიცაა ამაზონი, გუგლი, ეფლი, ასევე ფეისბუკი, პანდემიით გამოწვეული ლოქდაუნის დროს საგრძნობლად გაიზარდა, რამაც აშშ-ის კონგრესის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია და კითხვებზე პასუხის მისაღებად საკომისიო მოსმენების გამართვისკენ უბიძგა. როგორი იყო კომპანიების პასუხები კომისიის მიერ დასმულ კითხვებზე გაიგებთ FM ნავიგატორში;
- საპრეზიდენტო მარათონი აშშ-ში – თორნიკე ბერიშვილი გიამბობთ 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის პერიპეტიებზე;
- ტოპონიმები მრავლისმნახველი მდინარეების ნაცვლად – თბილისის გარშემო მთებში დაწყებული, მილებში დამწყვდეული და მტკვარში დამთავრებული თბილისური მდინარეების ამბავი;
- როცა კომფორტული დასვენება ძვირია, ფეხით, ან ცხენით ზურგჩანთამოკიდებული სიარული, კარავში ღამის გათენება და ახლობლებთან ერთად მიღებული ექსტრემალური შთაბეჭდილებები კი ძვირფასი;
- მუსიკალური კალენდარი – როდის და რატომ იქცა დევიდ ბოუის განსხვავებული ფერის თვალები, მაიკლ ჯექსონის ცალი ხელთათმანი და შინეიდ ო’კონორის გადაპარსული თავი მათი სასცენო იმიჯის ნაწილად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: