საღამოს პიკის საათი - საქართველოს სამომავლო ურთიერთობები აშშ-სა და ნატოსთან
რესპონდენტები: ბათუ ქუთელია – ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი. ნოდარ ხარშილაძე – სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. რატი იონათამიშვილი – პარლამენტის წევრი, “ქართული ოცნება”.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისგან მოისმინა მკაფიო გზავნილები ნატოსთან ურთიერთობისა და რუსეთის შესახებ. დასავლეთთან საქართველოს სამომავლო ურთიერთობაში გასათვალისწინებელია კონტექსტი, რომელსაც ქმნის საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების საერთაშორისო შეფასება და ჩვენს ქვეყანაში შეერთებული შტატების ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებული პრობლემა.