როგორ აღიქვამენ და როგორ აფასებენ ბოლო დროს გასაჯაროებულ ფარულ ჩანაწერებს პოლიტიკური ძალები? რა გავლენა აქვს ამ გასაჯაროებას საზოგადოებაზე? ეს არის არგუმენტირებული მხილება, დისკრედიტაციის უსაფუძვლო მცდელობა თუ მხოლოდ წინასაარჩევნო ბრძოლის ნაწილი, რომელსაც არჩევნების დასრულებისთანავე დაივიწყებენ? შესაძლებელი ხელისუფლებამ მართოს ძველებურად, როგორც აქამდე მართავდა, ამ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ? „საღამოს პიკის საათში“ ამ შეკითხვების პასუხად საუბრობენ საქართველოს პარლამენტის წევრები, გიორგი კახიანი („ქართული ოცნება“) და ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“).