ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 23 მარტს დასრულდება კომპოზიტორისა და დირიჟორის, თბილისის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვახტანგ კახიძის 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტები. ამ კონცერტების ფარგლებში კომპოზიტორმა მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები წარუდგინა მსმენელს. რამდენიმე დღის წინ, ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახდა ცნობილი – ვახტანგ კახიძე ცნობილი ლატვიელი დირიჟორისა და ქორმაისტერის იან დუმინშის სახელობის ყოველწლიური ჯილდოს „შთაგონების ისტორია“ მფლობელი გახდა. გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე კომპოზიტორსა და დირიჟორს ვახტანგ კახიძეს ესაუბრება.