#რადიოკალენდარი - ქვეყნის მთავარი ბიბლიოთეკა
#რადიოკალენდარი - ქვეყნის მთავარი ბიბლიოთეკა

ეროვნული ბიბლიოთეკა 173 წლისაა. საქართველოს მთავარი წიგნსაცავის ისტორია 1846 წლის თებერვალში, „ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკით“ იწყება, რომელიც მთავარმმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე იყო დაარსებული. ხშირად იცვლებოდა მისი სახელწოდება, შენობათა არქიტექტურა, თუმცა არასდროს შეცვლილა მთავარი: მისი ფუნქცია და ადგილმდებარეობა. ბიბლიოთეკა რუსთაველის, ყოფილი გოლოვინის პროსპექტის მიდამოებს არ გასცდენია, თბილისის გულში. ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს ესაუბრება.