#რადიოკალენდარი - ვირსალაძის ფერები
#რადიოკალენდარი - ვირსალაძის ფერები

გასული წლის ბოლოს, ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა, დიდი ქართველი მხატვრის სოლომონ, იგივე სოლიკო ვირსალაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა. სუხიშვილების მოცეკვავეებმა ყველა ის ისტორიული კოსტიუმი ჩაიცვეს, რომელსაც მხატვარი მათთვის ქმნიდა. მაგრამ, სოლიკო ვირსალაძე არა მხოლოდ ქართული ნაციონალური ბალეტის კოსტიუმების მხატვარია, არამედ უდიდესი სცენოგრაფი.
სოლიკო ვირსალაძეზე, როგორც საბალეტო მხატვარზე გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი რეჟისორი ნიალა გოძიაშვილი საუბრობენ.