#რადიოკალენდარი - აკაკი ჭანტურია და დადიანების სამუზეუმო კომპლექსი
#რადიოკალენდარი - აკაკი ჭანტურია და დადიანების სამუზეუმო კომპლექსი

თუ სამეგრელოს დადიანების სასახლეების კომპლექსი დღეს ქართული კულტურის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენს, ეს უპირველესად აკაკი ჭანტურიას დამსახურებაა. დიდი ხნის განმავლობაში მის შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი, ხელმისაწვდომი არ იყო საარქივო მასალებიც, საუბარი ზემდეტი იყო მისი ღვაწლის აღნიშვნაზე. აკაკი ჭანტურიამ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, შეიძლება ითქვას, სიცოცხლის ფასადაც კი შეძლო გადაერჩინა დადიანების საგანძური და გაეხსნა ერთ-ერთი პირველი მუზეუმი საქართველოში. აკაკი ჭანტურიას თებერვალში დაბადებიდან 138 წელი შეუსრულდა.

აკაკი ჭანტურიასა და მის მიერ დაარსებულ დადიანების მუზეუმზე გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე, ისტორიკოსს, ხელოვნების სასახლის დირექტორს გიორგი კალანდიას ესაუბრება.