#რადიოკალენდარი -  ავტოკეფალიის დღე
#რადიოკალენდარი - ავტოკეფალიის დღე

102 წლის წინ, 1917 წლის 25 მარტს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი წაიკითხა. უძველესმა სამოციქულო ეკლესიამ, საუკუნის მანძილზე, რუსეთის მიერ გაუქმებული დამოუკიდებლობა დაიბრუნა. სულ მალე პირველმა ადგილობრივმა კრებამ კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია. როგორ წარიმართა ბრძოლა საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის. გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე საეკლესიო ისტორიის კაბინეტის მკვლევარს ირაკლი თეზელაშვილს ესაუბრება.