„ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან, ცვლიან ინფორმაციას, უყვარდებათ, ახალი იდეებით ივსებიან, ერთმანეთისგან სწავლობენ“ – ასე აფასებენ თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების მეხუთე ფესტივალს, რომელიც 9 ივნისს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება. ფესტივალის შესახებ გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალის ხელმძღვანელს თამარ გურჩიანს ესაუბრება.