#რადიოკალენდარი - კონსტანტინე და სოსო წერეთლების სახლ-მუზეუმი
#რადიოკალენდარი - კონსტანტინე და სოსო წერეთლების სახლ-მუზეუმი
გაზაფხულის თბილისის კულტურული კალენდრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის და მხატვარ სოსო წერეთლის მემორიალური სახლ-მუზეუმის გახსნა იყო, რომელსაც უკვე უწოდეს საუკეთესო დოკუმენტური მოთხრობა საბჭოთა ტოტალიტარიზმის შესახებ. კოტე წერეთელი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი და არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებელი იყო. პირადი დღიური, რომელიც ახლა ამ მუზეუმის მთავარი ექსპონატია, 1983 წლის 18 ნოემბერზეა გადაშლილი. ამ დღეს მეცნიერს ჩანაწერი არ გაუკეთებია. სამი დღის შემდეგ კი, 21 ნოემბერს ერთადერთი სიტყვა ჩაუწერია – „ტრაგედია“. ჩანაწერი მეოცე საუკუნის უმძიმესი ტრაგედიას -„თვითმფრინავის ბიჭების“ ცნობილ საქმეს აღნიშნავს. ამ ტრაგედიაში მეცნიერის შვილი, ახალგაზრდა მხატვარი სოსო წერეთელი მონაწილეობდა.
„რადიოკალენდარში“კონსტანტინე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმის შესახებ გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე და თბილისის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ნინი სანადირაძე საუბრობენ.