#რადიოკალენდარი - ვარლამ სიმონიშვილი
„რადიოკალენდარი“ ეძღვნება ადამიანს, რომელმაც გურული ხალხური სიმღერის განვითრებას დიდი ღვაწლი დასდო. 2019 წელს ცნობილი მომღერლის და ლოტბარის ვარლამ სიმონიშვილის დაბადებიდან 135 წლის იუბილე სრულდება.
გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე და ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე საუბრობენ, რატომ იყო განსაკუთრებული ვარლამ სიმონიშვილი გურული სიმღერების შესრულებაში და რა გამოარჩევს იმ გუნდების ჩანაწერებს, რომელსაც ლოტბარი ხელმძღვანელობდა.