#რადიოკალენდარი - რატომაა აუცილებელი საბჭოთა წარსულის კვლევა
#რადიოკალენდარი - რატომაა აუცილებელი საბჭოთა წარსულის კვლევა

25 თებერვალს, 98 წლის წინ, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გამართული ბრძოლების შემდეგ, რუსეთის მე-11 არმია თბილისში შემოვიდა. ფარაჯებში, წითელვარსკვლავიანი ქუდებით, შაშხანებით შეიარაღებული ჯარისკაცებით აივსო თბილისის ქუჩები. საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.
1921 წლის ოკუპაციასა და ჩვენი ქვეყნის საბჭოთა წარსულის კვლევაზე გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარს ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრება.