#რადიოკალენდარი - ეროვნული არქივის 100 წლის იუბილე
#რადიოკალენდარი - ეროვნული არქივის 100 წლის იუბილე
ექვთიმე თაყაიშვილის ერთი წერილია დაცული არქივში, რომელიც 1920 წლის 12 იანვარს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისთის გაუგზავნია. ამ წერილში ვკითხულობთ: „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების აზრით, აუცილებლად საჭიროა დაარსდეს თფილისში ცენტრალური არქივი შესაფერისის ბინითა და შტატით, რომ პროვინციალურს არქივებს ამით თავის დროზე სათნადო პატრონობა გაეწიოს და ძვირფასი საისტორიო მასალები სამუდამოდ არ დაეკარგოს შთამომავლობას“. იმავე წლის 23 აპრილს, პირველმა რესპუბლიკამ ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ კანონი მიიღო. ეროვნული არქივის შექმნიდან 100 წელი გავიდა.
„რადიოკალენდარში“ ეროვნული არქივის შესახებ არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსთან ქეთევან ასათიანთან ვსაუბრობთ.