#რადიოკალენდარი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 102 წელი
#რადიოკალენდარი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 102 წელი
1900 წლის 14 ოქტომბერს, თბილისის უკაცრიელ ნაწილში, სადაც დღეს ვაკის რაიონი იწყება, სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის მშენებლობა დაიწყო. შენობის საძირკველში იმ დროს გამომავალი ქართული გაზეთები და 1895 წელს ჩამოსხმული კახური სამარკო ღვინის სამი ბოთლი ჩაატანეს. 18 წლის შემდეგ, ამ შენობის ბედი ივანე ჯავახიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა შეცვალეს. დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გიმნაზიის შენობის სამ ოთახში ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 102 წელი გავიდა.
„რადიოკალენდარში“ თბილისის უნივერსიტეტის შესახებ ასოცირებულ პროფესორ მიხეილ ბახტაძესთან ერთად ვსაუბრობთ.