#რადიოკალენდარი - ნინო რამიშვილი - 110 წელი
#რადიოკალენდარი - ნინო რამიშვილი - 110 წელი

1945 წელს, ომი ახალ დამთავრებული იყო, ხელოვნების სამმართველოს უფროსმა შადურმა, კომპარტიის ცეკას მდივანი შარია ახალი ქორეოგრაფიული კოლექტივის პროგრამის სანახავად კონსერვატორიის დიდ დარბაზში მიიყვანა. აქ გადაწყდა, რომ ახალგაზრდა მოცეკვავეების – ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის შექმნილი ანსამბლი შემოქმედებით მოღვაწეობას გააგრძელებდა. 75 წელი გავიდა ამ ანსამბლის შექმნიდან, ანსამბლის იუბილემდე კი, 19 იანვარს, მისი ერთ-ერთი დამაარსებლის ნინო რამიშვილის დაბადებიდან 110 წელი სრულდება.

რადიოკალენდარში ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორთან ნინო სუხიშვილთან ერთად, ნინო რამიშვილს ვიხსენებთ.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: