63 წლის წინ, 1956 წლის 9 მარტს, თბილისში, საბჭოთა არმიისა და უშიშროების სპეცდანიშნულების სამხედროებმა, უდანაშაულო ახალგაზრდები დახვრიტეს. სანაპიროზე მდებარე სტალინის ძეგლთან, 5 მარტიდან პერმანენტული მიტინგები იმართებოდა. შეკრებილები საბჭოთა კავშირის კომპარტის მე-20 ყრილობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. 9 მარტის მოვლენებზე გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარს დავით ჯიშკარიანს ესაუბრება.