9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. სამი ათეული წლის გადასახედიდან, საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას, დღეს ამაღლებული ელფერიც აქვს. 9 აპრილმა შეცვალა ჩვენი ქვეყანა, მოამზადა ქვეყნის თავისუფლება, ორ წელში, სწორედ 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. როგორ შეიცვალა ქვეყანა, რა ვისწავლეთ 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენისგან და როგორ აფასებენ მას 9 აპრილის მოვლენების უშუალო მონაწილეები.
„რადიოკალენდარში“ 9 აპრილის მოვლენებზე გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძეს ესაუბრება.