#რადიოკალენდარი - იოსებ კეჭაყმაძის დაბადებიდან 80 წელი
#რადიოკალენდარი - იოსებ კეჭაყმაძის დაბადებიდან 80 წელი

იოსებ კეჭაყმაძე, ქართული საგუნდო მუსიკის აღიარებული ოსტატი, 27 მარტს 80 წლის გახდებოდა. 70-ან წლებში, მისი პარაფრაზები ძველი თბილისის თემებზე, მუსიკოსებმა შეაფასეს, როგორც ახალი სიტყვა ქართულ საგუნდო მუსიკაში… მას შემდეგ კომპოზიტორმა არა ერთი ნაწარმოები შექმნა, რომელიც დღემდე ბევრი საგუნდო კოლექტივის რეპერტუარს ამშვენებს. უპრეტენზიო და თავმდაბალი მუსიკოსი არასდროს ზრუნავდა საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციაზე, არ ესწრებოდა კონცერტებს, არ ჩნდებოდა ტელევიზიით, არ არსებობს მასთან ჩაწერილი და გამოქვეყნებული ინტერვიუც კი… კომპოზიტორის შესახებ მხოლოდ მის მეგობრებს შეუძლიათ ისაუბრონ.