პროექტი, რომელსაც „საუკუნის პროექტი“ უწოდეს, „ვეფხისტყაოსნის“კოლექციონერმა გურამ ახალაიამ 18 წლის წინ დაიწყო და მის გარშემო ეპოქის 300-მდე გამორჩეული ადამიანი გააერთიანა. ამ უნიკალური ხელნაწერის მთავარი ღირსება სწორედ ის არის, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ირგვლივ XXI საუკუნის ქართული საზოგადოება გაერთიანდა.
XXI საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ პირველი გვერდი საქართველოს პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ ილია II-მ გადაწერა; მეორე გვერდი – ჭაბუა ამირეჯიბმა, მესამე – ანა კალანდაძემ და გააგრძელეს მწერლებმა, მეცნიერებმა, მთარგმნელებმა, ჟურნალისტებმა, მუსიკოსებმა, არქიტექტორებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა, კალიგრაფისტებმა, წმ. სინოდის წევრებმა. პოლიტიკოსებიდან მხოლოდ 2003-2018 წლების ქვეყნის პირველმა პირებმა, აგრეთვე სტუდენტებმა და მოსწავლეებმა. ბოლო გვერდი, მისივე თხოვნით, XXI საუკუნის უდიდესმა მოქანდაკემ და საზოგადო მოღვაწემ მერაბ ბერძენიშვილმა გადაწერა.
სტუმარი: გურამ ახალაია – პროექტის ავტორი; „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციონერი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: