5 თებერვალს, 12:00 საათზე თბილისის ვაკის მედიათეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ოფიციალურად გაიხსნება.
2020 წელს გამოჩენილი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის, დაბადებიდან 140 წელი შესრულდა და სწორედ ამ საიუბილეო თარიღს მიეძღვნება გახსნის ღონისძიება. წიგნის მოყვარულებს მთელი დღის განმავლობაში, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, ბევრი საინტერესო შეხვედრა ელით. 19:00 საათზე მწერალთა სახლში დღის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ტრადიციულად, დასკვნით ღონისძიებაზე, უკვე მეხუთედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი.
სტუმრები: ია ვეკუა – თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების პიარმენეჯერი,
თიკო ბერიაშვილი – წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორი.
წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: