პიკის საათი - ვან გოგის უცნობი ტილოსა და ბერძენი გოულანდრისების ამბავი
ვან-გოგის უცნობი პეიზაჟი „მონმარტრის ქუჩის სცენა“(Scene de Rue a Montmartre – 1887), რომელიც 1920 წელს ერთ-ერთმა პარიზულმა ოჯახმა შეიძინა, 100 წლის განმავლობაში საზოგადოებას არასოდეს უნახავს. 2021 წლის 25 მარტს ტილოს სოთბისის აუქციონზე გაიტანენ.
ვან-გოგის იშვიათ ტილოებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს სამი ნამუშევარი, რომლებსაც ათენში, ბასილ და ელიზე გოულანდრისების თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში ნახავთ: „ალისკამპსის პეიზაჟი“ (1888), „ნატურმორტი ყავადნით“ (1888) და „ზეთის ხილის კრეფა“ (1889).
ჩანაწერში მოისმენთ ამბავს გოულანდრისების მეცენატი ოჯახების მიერ დაარსებული უნიკალური მუზეუმების შესახებ.
ჩართვა ათენიდან: ავთანდილ მიქაბერიძე – ათენის ქართული ინსტიტუტისა და ქართული კულტურის ცენტრ „კავკასიის“ დირექტორი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: