პიკის საათი - 15.06.2023
პიკის საათი - 15.06.2023

1) „ვან გოგის კვიპაროსები“

კვიპაროსი – ხე, რომელიც ვან გოგს მენტალურად რთულ მომენტებში ძალას მატებდა.

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე გამოფენა ვინსენტ ვან გოგის შემოქმედებაში მხატვრის ცხნობილი მზესუმზირების გარდა კიდევ ერთ, განმეორებად სიმბოლოზე ორიენტირდება და კვიპაროსებით გაწყობილ ათეულობით ნამუშევარს წარმოგვიდგენს.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) BLUE BARBARA

გოგონა ფსევდონიმით Blue Barbara/ლურჯი ბარბაბა, რომლის ყველა ექსპერიმენტული წამოწყება იწყება ფრაზით: „ერთ დღესაც გავიღვიძე და…“

ასე დაიწყო მუსიკისა და ტექსტების წერა და შემდეგ ამ სიმღერების შესრულება.

ასე დაიწყო ხატვაც და დღეს უკვე ხუთი გამოფენის ავტორია.

რესპონდენტი: ბარბარა მაჭავარიანი – მუსიკოსი, მხატვარი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) ქართველი გეოგრაფის საერთაშორისო წარმატება

ზელანდიის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ქართველი გეოგრაფიის დოქტორის დისერტაცია 2023 წლის საუკეთესო სადოქტორო ნაშრომად დაასახელა.

„მიხარია, რომ ჯილდო რომელიც ყოველწლიურად გაიცემა ამჯერად მე მერგო“, – ლევან ტიელიძე.

რესპონდენტი: ლევან ტიელიძე – გეოგრაფიის დოქტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) „გარდასულის კვალდაკვალ“

„ეტყობა, ყველაფერს მართლაც თავისი დროა აქვს. მოგონებების დაწერა არასოდეს მიფიქრია, მაგრამ ახლა სიბერემ როცა გვარიანად მომიკაკუნა, გადავწყვიტე ჩემი ცხოვრების საინტერესო ფრამენტებზე გესაუბროთ. ფრაგმენტებზე, თორემ ჩემი ცხოვრების მოყოლას რა ქაღალდი ეყოფა“, – ბელა  შალვაშვილი.

გიორგი ლეონიძე, ნოდარ დუმბაძე, პოლიკარპე კაკაბაძე… მისი ნაცნობ-მეგობარი თანამედროვეების  სია გრძელია. მისი შემოქმედების გზაც მრავალფეროვანი და საინტერესო ისტორიებით სავსეა.  სწორედ პირადი მოგონებები იყრის თავს ბელა შალვაშვილის წიგნში „გარდასულის კვალდაკვალ“.

სტუმარი: ბელა შალვაშვილი – პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: