პიკის საათი - 11.04.2023
პიკის საათი - 11.04.2023

1) „დაისი“ 100 წლისაა

ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისის“ პირველი დადგმიდან 100 წელი გავიდა.

ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

რესპონდენტები: გოჩა კაპანაძე – რეჟისორი; რეზო ტაკიძე – დირიჟორი; თემურ გუგუშვილი – ოპერის მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი; ელდარ გეწაძე – მომღერალი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი; ლიანა კალმახელიძე – მომღერალი (სოპრანო).

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) მარიამ ყანჩაველის „ქუჩის სულები“

26 წლის გრაფიკული დიზაინერი მარიამ ყანჩაველი მის გამოგონილ პერსონაჟებს, რომლებსაც „ქუჩის სულები“ დაარქვა, ხან მთვარიან ღამეში ახეტიალებს, ხან ცისარტყელასთან და ხანაც ბეტონის ჯუნგლებში, იქ სადაც მათ არსებობასა და სათქმელს იგრძნობს.

რესპონდენტი: მარიამ ყანჩაველი – გრაფიკული დიზაინერი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) იუმორი საგაკვეთილო პროცესის ნაწილი

საყვარელი ზღაპრებისა და ანიმაციური ფილმების გმირები დაფაზე, მასწავლებლის ბავშვობისდროინდელ სასაცილო თავგადასავლებზე მხიარულად რეაგირება, ინტელექტუალური განვითარების სამსახურში ჩამდგარი იუმორი და მკაფიო ზღვარი ხუმრობასა და  დაცინვას შორის.

უნდა ჰქონდეს თუ არა მასწავლებელს იუმორის გრძნობა?

სტუმარი: ინა იმედაშვილი – მასწავლებელი, პუბლიცისტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) ამებები თოჯინების ქალაქიდან

გლობუსისთავიანი „ლაიფციგის ბაზრობის კაცუნა“ პირველია, რომელმაც თბილისის მუზეუმების გაერთიანების მორიგი ციკლი #ამებებითოჯინებისქალაქიდან გახსნა.

ეს არის თოჯინა, რომელიც დიდი ხანია თბილისში ცხოვრობს და კაცობრიობას შეახსენებს, რომ ერთობას საქმე და კეთილგანწყობა თანაბრად სჭირდება!

როგორ დავინახოთ კავშირი სამყაროსთან თოჯინების დახმარებით?

რას გვიყვება 1952 წელს საქართველოში შექმნილი მექანიკური თოჯინა მარინე?

როგორ ემადლიერება მნახველს მეჩონგურე თოჯინების კვინტეტი?

სტუმარი: მარიამ ჩხაიძე – თბილისის მუზეუმების გაერთიანების სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის კურატორი.

ავტორი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: