პიკის საათი - ვან გოგის უცნობი ტილოსა და ბერძენი გოულანდრისების  ამბავი 
პიკის საათი - ვან გოგის უცნობი ტილოსა და ბერძენი გოულანდრისების  ამბავი 

ვან-გოგის უცნობი პეიზაჟი „მონმარტრის ქუჩის სცენა“(Scene de Rue a Montmartre – 1887), რომელიც 1920 წელს ერთ-ერთმა პარიზულმა ოჯახმა შეიძინა, 100 წლის განმავლობაში საზოგადოებას არასოდეს უნახავს. 2021 წლის 25 მარტს ტილოს სოთბისის აუქციონზე გაიტანენ.

ვან-გოგის იშვიათ ტილოებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს სამი ნამუშევარი, რომლებსაც ათენში,  ბასილ და ელიზე გოულანდრისების თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში ნახავთ: „ალისკამპსის პეიზაჟი“ (1888), „ნატურმორტი ყავადნით“ (1888) და „ზეთის ხილის კრეფა“ (1889).

ჩანაწერში მოისმენთ ამბავს გოულანდრისების მეცენატი ოჯახების მიერ დაარსებული უნიკალური მუზეუმების შესახებ.

ჩართვა ათენიდან: ავთანდილ მიქაბერიძე – ათენის ქართული ინსტიტუტისა და ქართული კულტურის ცენტრ „კავკასიის“ დირექტორი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: