„პაპა უკრაინელი იყო და მათ მუსიკალურ კულტურას კარგად ვიცნობ. ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი უკრაინული სიმღერა დავამუშავე“
ვაჟა კალანდაძე კლასიკურ გიტარაზე შესასრულებელ მელოდიებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. ცოტა ხნის წინ მის შემოქმედებაში გაჩნდა სევდიანი უკრაინული მელოდია, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიდეც. უკრაინული მელოდიის სევდა გარკვეულწილად პორტუგალიურ ფადუს აგონებს. მართალია, უკრაინელებს ენერგიული მუსიკა და სიმღერებიც აქვთ, მაგრამ მათ დამუშავებას ხელოვანი უკრაინის გამარჯვების შემდეგ აპირებს. ხელოვნებაში ბიძგებია საჭიროო, ამბობს, და, თავის დროზე, ასეთ შთაგონებად იქცა მისთვის 9 აპრილი. ასე შეიქმნა კომპოზიცია „ჩელა“.
- ჩანაწერში ცოცხალი შესრულებით მოისმენთ კუბელი კომპოზიტორის, ლეო ბრაუერის კომპოზიციას „ნოემბრის დღე“, რომელიც ფოლკლორის ელემენტებით გაჯერებული მედიტაციური მუსიკაა.
სტუმარი: ვაჟა კალანდაძე – გიტარისტი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: