პიკის საათი - საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ 2021-ის გამარჯვებულები
პიკის საათი - საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ 2021-ის გამარჯვებულები

12 დეკემბერს, საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში, საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგა.

„ნაკადული“ „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსებული საბავშვო ლიტერატურული პრემიაა.

პრემიის მიზანი ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზებაა.

სატელეფონო ჩართვა: მარიამ წიკლაური – საბავშვო მწერალი; პრემია „ნაკადულის“ ლაურეატი ნომინაციაში „წლის საუკეთესო შემეცნებით-საგანმანათლებლო წიგნი“.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: