„კალიგრაფიის ხელოვნება საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადასცემდა თავისუფლების ჩირაღდანს, წიგნიერების ძალასა და გამარჯვებების ისტორიას!
მხოლოდ კალიგრაფების მიერ შუა საუკუნეებში შექმნილი ათასობით ხელნაწერი წიგნი იყო ნათელი მოწმე იმისა, რომ შეუძლებელია გაანათლო ერი, რომელიც მე-5 საუკუნიდან ქმნის და თარგმნის სახარებას, პოეზიას, პროზას, მეცნიერთა ნააზრევს… სწორედ ამიტომ, 1801 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსული ჩექმის სამიზნე ქართული სახელმწიფო გახდა, ქართული კალიგრაფიული ხელოვნება და ხელნაწერები ამ ბნელი ძალისათვის ყველაზე მიუღებელ ფენომენად იქცა.
დღეს, როდესაც რუსული ოკუპაციის სამიზნე უკრაინაა, მიგვაჩნია, რომ ყველამ უნდა მოჰკიდოს ხელი იმ „მახვილს“, რომლითაც უკეთესად მოიგერიებს ძალადობას, გვერდით დაუდგება მეგობარს: მეომარი იშიშვლებს იარაღს, ექიმი -სამედიცინო ხელსაწყოებს, მფრინავი – ცაში აიჭრება… კალიგრაფებმა კი კალამი ავიღეთ და საუკუნეებგამოვლილი ხელოვნებით გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა“! – ნესტან ბაგაური.
სტუმარი: ნესტან ბაგაური – საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: