პიკის საათი - გიორგი ეკიზაშვილს უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადაეცა
პიკის საათი - გიორგი ეკიზაშვილს უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადაეცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორს, მწერალს, პოეტსა და მთარგმნელ გიორგი ეკიზაშვილს შეხვდნენ.

გიორგი ეკიზაშვილს ნათარგმნი აქვს მოლიერის, მოპასანის, სარტრის, ბოდლერის, ფრანსუაზ საგანის, ალენ რობგრეის, კამიუს, არტურ რემბოს, მიშელ უელბეკის, დანიელ პენაკის, პიერ პეჟუს და სხვათა ნაწარმოებები.

გიორგი ეკიზაშვილი არის არაერთი კონკურსისა და ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. 2015 წელს საფრანგეთის მთავრობის მიერ მიენიჭა „აკადემიური პალმის რტოს“ ორდენის კომანდორის წოდება.

სტუმარი: ბელა ხაბეიშვილი – ივ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი; რომანული ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: