პიკის საათი - „ტირილის კრისტალური კედლები“
პიკის საათი - „ტირილის კრისტალური კედლები“

75 წლის სერბი კონცეპტუალისტი და პერფორმანს ხელოვანი მარინა აბრამოვიჩი გამოცემა W magazine-თან გულწრფელად საუბრობს, აფასებს საკუთარ შემოქმედებას და საუბრობს ამჟამინდელ ტკივილზე. ტკივილი კი მისი შემოქმედების განუყოფელი ნაწილია.

რუსეთის უკრაინაში შეჭრას ხელოვანმა საკუთარი ბოლო ნამუშევარი „ტირილის კრისტალური კედლები“ მიუძღვნა. ეს გახლავთ 2021 წელს ბაბინ იარის ჰოლოკოსტის მემორიალის ინსტალაცია, რომელიც ბაბინ იარში 1941 წლის 29-30 სექტემბერს მომხდარი ტრაგედიიდან 80 წლის თარიღს ეძღვნებოდა.

„მართლა ძალიან მტკივა, რადგან ზოგადად ომია მტკივნეული. როდესაც ნამუშევარს ქმნი და ხელოვნებისთვის გარკვეული სათქმელი გაქვს, უნდა შექმნა რაღაც ტრანსცენდენტული, რომელსაც სხვადასხვა გზით მაშინ გამოიყენებ, როდესაც ეს საზოგადოებას დასჭირდება“.

რესპონდენტი: გურამ წიბახაშვილი – ფოტოგრაფი.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: