8 თებერვალს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება ჯაზის საღამო. ქართველი ჯაზმომღერალი თეონა მოსია 13 წელია ავსტრიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მის შემოქმედებაში დიდი ნაწილი ეთნო-ჯაზურ კომპოზიციებს ეთმობა.ბენდი, რომელთანაც თეონა მოსია კონსერვატორიის დიდ დარბაზს ეწვევა, შეიქმნა 2014 წელს, მისი წევრები არიან: ვოკალისტი – თეონა მოსია, პაინისტი – ნიკოლა სტანოშევიჩი, კონტრაბასი – ნავიდ ჯავადი, დრამერი – ანჯელიკო სტუპარ.
სტუმრები: თეონა მოსია – ჯაზმომღერალი, ნიკოლა სტანოშევიჩი – პაინისტი.