პიკის საათი – ქართველი მომღერალი ვენაში ორგანიზებული უკრაინის სოლიდარობის კონცერტების ციკლში

12:20, 08.04.2022
-0:00

ავსტრიის პირველი არხის ორგანიზებით, ვენაში, უკრაინის სოლიდარობის კონცერტების ციკლი მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ქართველი ჯაზშემსრულებელი თეონა მოსია ორ სხვადასხვა კონცერტზე მიიწვიეს. მომღერალი 7 აპრილს უკვე წარსდგა მსმენელის წინაშე. შემდეგი კონცერტი 9 აპრილს იგეგმება.

რადგან ეს თარიღი ჩვენი ქვეყნის მძიმე ისტორიაა და თეონაც „ომის შვილია“, 9 აპრილის კონცერტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მისთვის.

„მთელი ბავშვობა მხოლოდ ერთ რამეზე, მშვიდობაზე ვოცნებობდი! ამიტომ სიმღერა Please Peace თითქმის ერთი ამოსუნთქვით დაიწერა თებერვლის იმ დღეებში, როცა მთელ მსოფლიოს არ ეძინა!“ – თეონა მოსია.

სატელეფონო ჩართვა ვენიდან: თეონა მოსია – მომღერალი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი