საქართველოს ევროვიზიაზე ოთო ნემსაძე წარადგენს. კონკურსანტთან ერთად, ხალხმა ის სიმღერაც აირჩია, რომელსაც მეგაპროექტის რჩეული ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში შეასრულებს. ეს არის რომან გიორგაძის სიმღერა „სულ წინ იარე“.
სტუმარი: რომან გიორგაძე – „ევროვიზია“ 2019-თვის შერჩეული სიმღერის ავტორი, მიხეილ ჯავახიშვილი – მომღერალი, ანსამბლ „შავნაბადასა“ და ჯგუფ „ირიაოს“ წევრი.
დათო ცინცაძე – ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.