პიკის საათი - „ფრაგმენტები“ - „ამ ქუჩაზე გავიზარდე...“
პიკის საათი - „ფრაგმენტები“ - „ამ ქუჩაზე გავიზარდე...“

ფრაგმენტი „პიკის საათის“ ისტორიიდან – 2011 წელს, გადაცემის წამყვანი ნუგზარ ხავთასი, ამზადებდა რუბრიკას „ამ ქუჩაზე გავიზარდე.“ რუბრიკა, ძირძველ თბილისელებთან შეხვედრის საფუძველზე, ქალაქის იერსახის, შენობა-ნაგეგბობების, ქუჩების და ზოგადად ურთიერთობების ისტორიას ინახავს – რესპონდენტები: ომარ მხეიძე და თენგიზ უთმელიძე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს „პიკის საათი“ 40 წლის ხდება. გადაცემის საიუბილეო წლის ფარგლებში, პერიოდულად, შემოგთავაზებთ საყურადღებო საარქივო მასალებს.

ავტორი: ეკა ტალახაძე.