„უპანიშადები – ამ სიტყვის ეტიმოლოგია ,,სიბრძნეთან ფეხმორთხმით ჯდომას“ ნიშნავს. ჰერმან ჰესემ მსოფლიოს იდეალური ბიბლიოთეკა რომ შეადგინა და ათეულებად დაყო, პირველი ათეულის მეორე ადგილზე, ბიბლიის შემდეგ, უპანიშადები მოათავსა “ – ლერი ალიმონაკი.
გამომცემლობა ,,ინტელექტმა“ ინდური ლიტერატურის შედევრის ხელახალი გამოცემა დაბეჭდა. გამოცემის თარგმანი, შესავალი წერილი და კომენტარები ლერი ალიმონაკს ეკუთვნის, რომელმაც უპანიშადები ჯერ კიდევ 1995 წელს თარგმნა.
„გარკვეული პერიოდი ამ ტექსტს დავშორდი და როგორც კი დაიბეჭდა, კორექტურისა და შემეცნების თვალსაზრისით, თვალი შევავლე. ახლა უპანიშადები სულ სხვაგვარად იკითხება. როგორც ჩანს, ზოგჯერ, შემოქმედება შემოქმედზევე ახდებს ზეგავლენას“ – ლერი ალიმონაკი.
სტუმარი: ლერი ალიმონაკი – მწერალი; მთარგმნელი; კრიტიკოსი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: