- სტამბოლში, წმინდა გიორგის ეკლესიაში, კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს, ქართული კულტურის სახლისა და ქართული სახლის „გალაკტიონის“ ორგანიზებით პანდემიის შემდეგ ქართველი ემიგრანტებისა და თურქეთელი ქართველებისთვის პირველი ღონისძიება ჩატარდება. დაინტერესებულ პირებს ისტორიკოს ლაშა ბაქრაძესთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნება. საუბარი მისი წიგნ-ალბომის „საქართველო ძველ რუკებზე“ მიხედვით წარიმართება. ღონისძიება 28 აპრილს, ადგილობრივი დროით 19 საათზე დაიწყება.
სატელეფონო ჩართვა სტამბოლიდან: ირაკლი კაკაბაძე – მწერალი, პოეტი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: