პიკის საათი - შავთავსაფრიანი ქართველი ქალები  Lens Culture-ის გამოფენაზე
პიკის საათი - შავთავსაფრიანი ქართველი ქალები  Lens Culture-ის გამოფენაზე
  • 20-22 მაისს,  ნიუ იორკში, Caleum Gallery-ში, Lens Culture -ის ჯგუფური გამოფენაში ქართველი ფოტოგრაფი  ნათელა გრიგალაშვილი მიიღებს მონაწილეობას.   

Lens Culture ეს არის ონლაინ-ჟურნალი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს  ნიჭიერ ფოტოგრაფებს. ჟურნალმა 15 წლის განმავლობაში მსოფლიოს 160 ქვეყნიდან სამ მილიონამდე ფოტოგრაფი, მოყვარული და მოაზროვნე გააერთიანა. Lens Culture -თან თანამშრომლობა  ფოტოგრაფებისათვის ერთგვარი კარიერული ბიძგია.

წლევანდელ გამოფენაზე ნათელა გრიგალაშვილი  შავთავსაფრიანი ქალების  სერიას წარადგენს.

სატელეფონო ჩართვა: ნათელა გრიგალაშვილი – ფოტოგრაფი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: