პიკის საათი - „პატრიარქის ნათლულების“ პირველი სოლო კონცერტი
პიკის საათი - „პატრიარქის ნათლულების“ პირველი სოლო კონცერტი

23 მაისს, 19:00 საათზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში გუნდის „პატრიარქის ნათლულები“ კონცერტი გაიმართება. საჩვენებელი კონცერტი გუნდის მიერ 5 წლის განმავლობაში შესწავლილი და დამუშავებული ფოლკლორული, საეკლესიო თუ საავტორო ნაწარმოებების შესრულების პარალელურად, ახალი ინიციატივის წარდგენას ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ გუნდი „პატრიარქის ნათლულები“, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ფესტივალებში, კონკურსებსა და კულტურულ ღონისძიებებში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევითა და თეატრალური უნივერსიტეტის სამუსიკო მიმართულების ხელმძღვანელის მაია მიქაბერიძის მიერ 2017 წელს შეიქმნა. მანამდე, მაია მიქაბერიძე 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ანსამბლ „საგალობელს“.

ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ „მართვეს“ პირველი თაობის ერთადერთი გოგონას მიერ წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება ამჯერად ახალი იდეის განხორციელებას მოხმარდება. მალე „პატრიარქის ნათლულების“ რეგიონული ფილიალები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში შეიქმნება. რუსთავის კონცერტი ამ ინიციატივის პირველი გზავნილია. მსგავსი საჩვენებელი კონცერტები სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება და საგუნდო მუსიკის შესწავლის მსურველ პატრიარქის ნათლულებსა და მათ დედმამიშვილებს ერთ გუნდად შეკრავს.

სტუმარი: მაია მიქაბერიძე – გუნდის „პატრიარქის ნათლულები“ ხელმძღვანელი; თეატრალური უნივერსიტეტის სამუსიკო მიმართულების ხელმძღვანელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: