პიკის საათი - „წარმავალი თბილისი“ ოსკარ შმერლინგის კოლექციაში
პიკის საათი - „წარმავალი თბილისი“ ოსკარ შმერლინგის კოლექციაში

გერმანელ ოსკარ შმერლინგს განსაკუთრებული მიზიდულობა ჰქონდა საქართველოს მიმართ. მას ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა სხვა ქვეყანაში წასულიყო, თუნდაც თავის სამშობლოში, მაგრამ საქართველოს დიდმა სიყვარულმა აქ ჩამოიყვანა. ოსკარ შმერლინგმა დიდი კვალი დატოვა გრაფიკაში, ფერწერაში, ჟურნალისტიკაში, ის ფუძემდებელი იყო პოლიტიკური კარიკატურის. კარიკატურის პირველი ღია ბარათი 1910 წელს შექმნა.

განსაკუთრებით უყვარდა თბილისი. ეს ჭრელი ქალაქი, რომელიც იმ დროს სავსე იყო სხვადასხვა კულტურის მქონე ხალხით, მოგზაურებით, ამ დროს შემოვიდა ფოტოგრაფია.ოსკარ შმერლინგი აკეთებდა ფოტოგრაფიულ ჩანახატებს, იმ დროის ასასახად რაც თბილისის ყოფისთვის იყო დამახასიათებელი. სმერლინგი ფოტოგრაფიული სიზუსტით აკეთებს ჩანახატებს ამ ყოფის შესახებ, რადგან ფიქრობს, რომ ეს დღეს არის და შესაძლოა აღარ იყოს. 1903 წელს უამრავი ღია ბარათი გამოდის სადაც ასახულია მაშინდელი თბილისი. ნახშირის გამყიდველი, მემაწვნე, მეთულუხე,ქეიფიდან დაბრუნება, ნავზე სეირნობა, თბილისელი შეყვარებულები – მუზეუმში მის მიერ შექმნილი ბევრი ღია  ბარათია, ასევე ინახება  ოსკარ შმერლინგის შვილის, რენე შმერლინგის გრაფიკული ნამუშვრებიც.

სტუმარი: ლიკა მამაცაშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის  ისტორიის მუზეუმის დროებითი გამოფენების კურატორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: